დავიბადე 1981 წლის 22 აგვისტოს. ვცხოვრობდი ზღვისპირა აფხაზეთში, სოხუმში, რომელიც ასე შორეულია ამჟამად, მაგრამ ჩემს მოგონებებში ისევ ისეთი ლამაზი და თბილია, როგორც ბავშვობაში...
შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობა იყო ულამაზესი და უბედნიერესი ხანა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სოხუმსა და ზუგდიდს (ჩემი დედულეთი) შორის გავატარე და ახლაც კი ძალიან მენატრება...სამწუხაროდ, აფხაზეთის ულმობელმა ომმა ლაღი და ფერადი წლები უფერულად აქცია და იძულებული გამხადა დამეტოვებინა ეს ულამაზესი მიწა...

დრო გადიოდა...სიყმაწვილემ შემოიხედა ჩემში...1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი...იმავე წელს გავხდი პრეზიდენტის გრანტის მფლობელიც, როგორც ახალგაზრდა პოეტი და მალევე, 2001 წელს ჩემი პირველი წიგნიც გამოვეცი...
2004 წელს დავამთავრე მაგისტრატურა ანგლისტიკის განხრით... უფრო შორეული გეგმებიც მქონდა, მაგრამ ძალიან მალე ემიგრანტი გავხდი ....ამჟამად საბერძნეთში, ანტიკური კულტურის მიწაზე ვცხოვრობ ჩემს ბერძნულ-ქართულ ოჯახთან ერთად და ''შერეული'' გენის მატარებელ პატარა ლიზას ვზრდი... :)
მიყვარს პოეზია...მუსიკა...ფერწერა....საერთოდ, ხელოვნება მიყვარს და ყოველ ხელოვანს ვეთაყვანები. ვფიქრობ, რომ თვითონ ცხოვრება ხელოვნებაა და ყველა ჩვენთაგანში არის ნიჭი ხელოვანისა დიდი თუ მცირე დოზით....
მიყვარს მზე...ზღვა...მიყვარს გულწრფელი და უბრალო ხალხი...ვერ ვიტან ტყუილს და ღალატს...ამ ორი თვისების გამო ადვილად შემიძლია ადამიანების დაკარგვა...მძულს შური და ბოროტება... მიყვარს უბრალოება... მიყვარს ოცნება და ლ ე ქ ს ა დ ა მ ღ ე რ ე ბ უ ლ ი ო ც ნ ე ბ ე ბ ი . . .